13 ივლ 2021
თურქეთში კორონავირუსის დელტა ვარიანტით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაორმაგდა და მან 750 -ს მიაღწია, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჯამ განაცხადა.დელტა ვარიანტი თურქეთის 36 პროვინციაშია გამოვლენილი. რაც შეეხება დელტა პლუსის ვარიანტს, კოჯას განცხადებით, კორონავირუსის ამ შტამის შემთხვევათა მატება ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. მინისტრმა დელტა პლუსის ვარიანტის სამი შემთხვევის გამოვლენის შესახებ 6 ივლისს გამოაცხადა.