საპროტესტო გამოსვლები კუბაში

14 ივლ 2021

კუბაში  საპროტესტო აქციები  მსხვერპლით დასრულდა. დედაქალაქის გარეუბანში 36 წლის მამაკაცი დაიღუპა.

ხელისუფლება ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებს. ემნისტი ინტერნეშეინლის მონაცემებით, საპროტესტო აქციებზე 140 ადამიანი დააკავეს, ან ისინი უგზო-უკვლოდ გაქრნენ.

კუბაში საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა იმართება. ძირითადი პრეტენზიებია საკვების, წამლისა და პირველად მოხმარების პრაქტიკულად ყველა ნივთის დეფიციტი ქვეყანაში.