აჭარის მთავრობის სხდომა ხელვაჩაურში

14 ივლ 2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და თითქმის 46 მილიონია. თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. მოეწყობა გზები და წყლისა და წყალარინების სისტემები სოფლებში. გაიზარდა სოფლის პროგრამების დაფინანსებაც, სადაც 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა დღეს ხელვაჩაურში გაიმართა. გარდა ბიუჯეტისა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის თემასაც შეეხო.