საქართველოში შარლ მიშელის ვიზიტი იგეგმება

15 ივლ 2021

სამი თვის შემდეგ საქართველოში შარლ მიშელი ისევ  ჩამოდის.  რატომ ჩამოდის ამჯერად ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში, დეტალები უცნობია, თუმცა მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ  მას მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოში  მიმდინარე პროცესებთან,  მათ შორის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

არის თუ არა შარლ მიშელის ჩამოსვლის მიზეზი  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, რომელსაც შესაძლოა საქართველოსთვის მაკროფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტა მოჰყვეს - ამაზე ''ქართულ ოცნებაში'' არ საუბრობენ.