რუსეთში კოვიდლეტალობის ანტირეკორდი

15 ივლ 2021

რუსეთში  ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ის 25 ათას 293 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 791 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების შემდეგ  ეს ლეტალურ შემთხვევათა რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. კოვიდპაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.