გერმანიასა და ბელგიაში წყალდიდობას 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

16 ივლ 2021

60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა წყალდიდობას გერმანიასა და ბელგიაში. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაიტბორა ქალაქები და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

წყალდიდობამ დააზარალა ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებში მცხოვრები მოსახლეობაც. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ასობით დაკარგულს. გ

არდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სამთავრობო შენობებზე დროშებს დაუშვებენ.