შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

19 ნოე 2016

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.