„ალტ-ინფოს" დამფუძნებლის და ფალავანდიშვილების გამოკითხვის პროცესი

16 ივლ 2021

ზურა მახარაძემ პოლიციის სამმართველო დატოვა. რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას ალტ-ინფოს წარმომადგენელთან, დეტალებზე არ  საუბრობს. ის რამდენიმე საათი იმყოფებოდა გამოკითხვაზე, მანამდე კი მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. მან არც ის თქვა, რა ამოიღეს მისი სახლიდან ჩხრეკის დროს.