ჩინეთში ახალი კოვიდრეგულაცია ამოქმედდება

16 ივლ 2021

ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში მოსწავლეებს სკოლაში დაბრუნების უფლება არ ექნება  თუ მათი მთელი ოჯახი კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად აცრილი არ იქნება.  რამდენიმე ქალაქში ასევე განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა საავადმყოფოები და სუპერმარკეტები, ასევე მხოლოდ ვაქცინირებულები უნდა დაუშვან. ჩინეთი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს ვაქცინაციის მიზანს მიაღწევს, რომელიც მოსახლეობის 64%-ის აცრას ითვალისწინებს. სოციალურ ქსელებში  ადგილობრივი ხელისუფლებების  ასეთ მიდგომას "უსამართლო" უწოდეს.