საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაგრძელდება

19 ნოე 2016

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაგრძელდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. დავით სერგეენკო ამბობს, რომ პროგრამაში ცვლილებები შევა, თუმცა ეს იქნება მიმართული მისი უფრო მეტი ეფექტიანობისთვის.