ინდონეზია პანდემიის ახალი ეპიცენტრია

19 ივლ 2021

მსოფლიოში კორონავირუსის "დელტა" ვარიანტით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. ინფიცირების მაჩვენებელი ამერიკის შეერთებული შტატების ყველა შტატში გაიზარდა.

პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა ლოს-ანჯელესში. საფრანგეთში კი ზედიზედ მესამე დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევები 10 ათასს აჭარბებს. კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო კარანტინში გადავიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

ინდონეზია პანდემიის ახალი ეპიცენტრია, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა ინდოეთისა და ბრაზილიის მონაცემებს გადაუსწრო. მიმდინარე თვეში 114 ინდონეზიელი ექიმი დაიღუპა.