მსოფლიოში COVID ინფიცირების მაჩვენებელი 192 მილიონს უახლოვდება

20 ივლ 2021

192 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში. განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და დომინირებს დელტა შტამი. ინფიცირების შემთხვევებმა იმატა დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში.  კოვიდმაჩვენებელმა იმატა საბერძნეთშიც, სადაც ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება. 1 სექტემბრიდან სავალდებულო გახდება მედპერსონალის აცრა.  ერთ კვირიანი ლოკდაუნი ცხადდება ბანგლადეშში.

ირანელების ნაწილი კი თავიანთ ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტის გამო სომხეთში იცრება. რთული ვითარებაა საფრანგეთშიც.