ჩინეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

21 ივლ 2021

ჩინეთის ქალაქ ჯენჯოუში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პრესკონფერენციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 7 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.  

ჩინეთის ქალაქ ჯენჯოუში წყალდიდობის შედეგად მეტროს გვირაბი დაიტბორა. საერთო ჯამში, გვირაბიდან დაახლოებით 500 ადამიანი გამოიყვანეს. ჰენანის პროვინციაში შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, გაუქმდა და გადაიდო ავიარეისები. პროვინციაში ერთ-ერთი კაშხლის გარღვევის საფრთხეა შექმნილი.