სმს შეტყობინებების სერვისი

20 ნოე 2016

მალე “ბათუმისწყლის” აბონენტებს დავალიანებისა და შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით დაეგზავნებათ - კომპანია 22 ნოემბრიდან აბონენტების აღწერასა და მონაცემთა ბაზის შექმნას იწყებს. შესაბამისი დადგენილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გამოსცა.  მონაცემთა ბაზის შექმნას სავარაუდოდ 3 თვე დასჭირდება.