შესაძლებლობები ადგილობრივი ბიზნესისთვის - სემინარი

28 ივლ 2021

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სემინარს მართავს ბათუმში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო. ქართველი მეწარმეები ეცნობიან ევროკავშირის მოთხოვნებს  პროდუქციის ექსპორტისთვის.

სემინარის ორგანიზატორების თქმით, მეწარმეებს თეორიული ცოდნის გარდა სჭირდებათ იმ ტექნიკური ბარიერების გადალახვა, რომელიც არსებობს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად.