ველობილიკების მოწყობის გენერალური გეგმა

28 ივლ 2021

ბათუმში ველობილიკების მოწყობის გენერალური გეგმა მუშავდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.

ორგანიზატორების თქმით, ბათუმში არსებული ველობოლიკები ფრაგმენტულადაა მოწყობილი და ველოსიპედებით გადაადგილება არაკომფორტულია.

გენერალური გეგმის ფარგლებში არამარტო ბილიკები მოეწყობა, არამედ მასთან დაკავშირებული  სხვა ინფრასტრუქტურაც.

გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას ექსპერტები და ველომოყვარულებიც მიიღებენ.