მოსწავლეთა რეგისტრაცია ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში

28 ივლ 2021

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია გამოცხადდა.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეები მიიღებიან მათემატიკაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე.

მისაღები გამოცდების ონლაინ რეგისტრაცია  26 ივლისიდან და  13 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.