ფოტოგამოფენა - „ვიზუალური ემოცია ბულგარეთიდან“

28 ივლ 2021

აჭარის ხელოვნების მუზეუმში ბულგარეთის საელჩომ ფოტოგამოფენა მოაწყო. ეს ბულგარეთის ელჩის დესისლავა ივანოვას ბოლო კულტურული ღონისძიებაა ბათუმში, რადგან იგი თავის საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში ასრულებს.

ფოტოგამოფენაზე ბულგარეთის ის ხედებია წარმოდგენილი, რომლის მსგავსიც საქართველოშიც გვხვდება. 

ელჩის თქმით, ამით ორი ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური მსგავსებისა და ურთიერთკავშირის ჩვენება სურდა.