ხანძრები აშშ-ში - ორეგონსა და კალიფორნიაში რთული ვითარებაა

30 ივლ 2021

რამდენიმე კვირაა ხანძრებს ებრძვიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. 13 შტატში ასობით ათასი ჰექტარი ტერიტორია იწვის. ქვეყანაში ამ ეტაპზე ხანძრის 82 კერა ფიქსირდება.რთული ვითარებაა ორეგონსა და კალიფორნიაში.

ცეცხლის ჩაქრობაში 21 ათასზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს. ცეცხლის ლოკალიზებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს.