4 დაღუპული და 180-ზე მეტი დაშავებული - თურქეთში ხანძარს ებრძვიან

30 ივლ 2021

თურქეთში ხანძარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის 21 პროვინციაში ცეცხლის 63 კერა ფიქსირდება. დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ხანძარმა საფრთხე შეუქმნა მარმარისისა და ბოდრუმის დასახლებებს. ევაკუაცია გამოცხადდა ათობით სოფელში.

ხანძრის ჩაქრობაში 38 ვერტმფრენი, 600-ზე მეტი სახანძრო მანქანა და 4 ათასი ცოცხალი ძალა მონაწილეობს.