''საქართველო – ევროკავშირი'' - ასოცირების ამოცანები

21 ნოე 2016

საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობას  და ასოცირების ამოცანებს ეთმობა კონფერენცია რომელიც  დღეს თბილისში გაიხსნა. “საქართველომ სრულად შეასრულა ვიზალიბერალიზაციის გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები და ახლა ჯერი ევროპელ პარტნიორებზეა”- ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.  პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იმედი გამოთქვა რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის  პროცედურები მოკლე დროში დასრულდება.