სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება

02 აგვ 2021

ქვეყანაში არსებულ ვითარებას და 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ პარტიების გეგმებს განიხილავს – ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციასა და მმართველ გუნდის წევრებთან შეხვედრაზე.

სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ირაკლი კობახიძეს.    

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დოკუმენტის ანულირებიდან რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი შარლ მიშელს შეხვდა.