ვაქცინაციის პროცესი და ეპიდსიტუაცია

02 აგვ 2021

რთულ ეპიდვითარებაზე საუბრობენ ეპიდემიოლოგები. მათი ინფორმაციით, აქტიური კოვიდავადმყოფების რიცხვი პრაქტიკულად მაქსიმალურია, რაც საქართველოს ოდესმე ჰქონია პანდემიის დროს.

მედიკოსების გათვლით მიმდინარე კვირის ეპიდ-მდგომარეობამ უნდა გადაწყვიტოს დაწესდება თუ არა ქვეყანაში შეზღუდვები. 

მომატებული შემთხვევების გამო ვაქცინაციის პროცესი სოფლის ამბულატორიებშიც დაიწყო.