კორონავირუსის გავრცელების პიკი

03 აგვ 2021

რთული ეპიდვითარების მიუხედავად საკოორდინაციო საბჭო  რეგულაციებს არ ამკაცრებს.  დღეს კორონავირუსის მეოთხე ტალღის პირობებში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პიკური მაჩვენებელია- ახალი შემთხვევები 5 ათას უახლოვდება.

ეპიდემიოლოგები ჯერ-ჯერობით საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებენ. ვარაუდობენ, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა კიდევ უფრო მეტად გადაიტვირთება. 

ჩვენს გადამღებ ჯგუფს დღეს რიგები დახვდათ ტესტირების პუნქტებში, ასევე ვაქცინაციის კაბინეტებთან.