ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები

04 აგვ 2021

„კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხით, საქართველო შევიდა პიკის ფაზაში, რომელიც ამ დონეზე იქნება დაახლოებით ათი დღის განმავლობაში“ - ეპიდემიოლოგები ისევ რთულ ვითარებაზე საუბრობენ და საკოორდინაციო საბჭოს რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით მიმართავენ.

რაც შეეხება განახლებულ სტატისტიკას,  კვლავ განსაკუთრებით მაღალია გარდაცვლილთა რიცხვი, კორონავირუსს კიდევ 38 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოვლინდა კორონავირუსის კიდევ 4 233 შემთხვევა.