კალიფორნიასა და ნევადაში გაჩენილმა ხანძარმა 80 სახლი დააზიანა

06 აგვ 2021

ხანძარია აშშ-შიც. მეხანძრეების ცეცხლის ჩაქრობას  96 აქტიურ კერაზე ცდილობს.  ბოლო ინფორმაციით, კალიფორნიასა და ნევადაში გაჩენილმა ხანძარმა 80-მდე სახლი დააზიანა. გამოცხადდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.

ხელისუფლება მოსახლეობას საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ხანძრის ჩაქრობაში, ათასობით მეხანძრესთან ერთად, ავიაციაც მონაწილეობს.