ავტოკატასტროფა თურქეთში

06 აგვ 2021

თურქეთში, მანისას პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სტამბოლი-იზმირის გზატკეცილზე მანისას პროვინციის სომას რაიონში მოხდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტობუსში 50 ადამიანი იმყოფებოდა.