სტამბოლში DHL-ის საწყობები იწვის

06 აგვ 2021

სტამბოლის ევროპულ ნაწილში დი-ეიჩ-ელ-ის ლოჯისტიკის საწყობში ცეცხლი გაჩნდა. შავმა კვამლმა მთელი ტერიტორია მოიცვა. მოსახლეობას მოუწოდებენ, შენობა დამცავი ნიღბების გარეშე არ დატოვონ. ხანძრის ამსახველ ვიდეოებს ადგილობრივი ტელეარხები ავრცელებენ. ვრცელდება ინფორმაცია ხანძრის ორი კერის შესახებ. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, მათ შორის ახლომდებარე რაიონებიდან.