ავღანეთში თალიბებმა მთავრობის სპიკერი მოკლეს

06 აგვ 2021

თალიბებმა ავღანეთის მთავრობის მედიისა და ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი დავა ხან მინაპალი მოკლეს. ინფორმაციას ავღანეთის ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების განცხადებით, ტერორისტებმა ის პარასკევის ლოცვის დროს მოკლეს. დავა ხან მინაპალს ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის პრესსპიკერის თანამდებობა ეკავა. "თალიბანის“ პრესსპიკერის განცხადებით, მენაპალი "მისი ქმედებებისთვის დასაჯეს“.