ხანძარი თურქეთში

07 აგვ 2021

მე-11 დღეა ხანძარს ებრძვიან თურქეთშიც. მოსახლეობის ევაკუაცია 5 პროვინციაში გრძელდება. ცეცხლი ამჯერად 12 ადგილზეა გავრცელებული.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ცეცხლის 190-ზე მეტი კერა უკვე ჩააქრეს. ფაქტზე ცეცხლის გაჩენაში  ეჭვმიტანილი 6 მოქალაქეა დაკავებული.  ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართულია ვერტმფრენები. მათ შორის თურქეთს ვერტმფრენებით დახმარება გაუწია უკრაინამ. თურქეთს დახმარებას უწევს აზერბაიჯანიც. ხანძრების შედეგად თურქეთში ათამდე ადამიანი დაიღუპა.