ძლიერმა წვიმამ ჩინეთის პროვინცია სიჩუანი დააზარალა

09 აგვ 2021

ძლიერმა წვიმამ ჩინეთის პროვინცია სიჩუანს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სტიქიისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალი 38 მილიონზე  მეტს შეადგენს, დაზარალდა პროვინციის 6 ქალაქის 120 000-ზე მეტი მოსახლე, დაინგრა 45 სახლი, 118 კი - სერიოზულად დაზიანდა.

ჩინეთისთვის ზაფხულის პერიოდში ძლიერი წვიმა დამახასიათებელია და ექსპერტები ექსტრემალური ამინდისგან გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეზე საზოგადოებას აფრთხილებდნენ.