კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოში

09 აგვ 2021

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 203 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა ვორლდმეტერსი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე  მსოფლიოში 4 მილიონ 300 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა კი 182 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 16 მილიონ 300 ათასი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.