აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

10 აგვ 2021

პენტაგონის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.  განკარგულება ძალაში 15 სექტემბრიდან შევა. „მოვიძიებ პრეზიდენტ ბაიდენის თანხმობას, რომ ვაქცინაცია 15 სექტემბრიდან სავალდებულო გახდეს“,- ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებაში.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

თავდაცვის მდივნის თქმით, ის აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის პასუხს ელოდება, რათა ვაქცინები საბოლოოდ დაამტკიცოს, რაც სავარაუდოდ თვის ბოლომდე მოხდება.