უბედური შემთხვევა ვლადიკავკაზის საავადმყოფოში

10 აგვ 2021

ვლადიკავკაზის საავადმყოფოს ჟანგბადის  მისაწოდებელი მილის დაზიანების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სოსლან თებიევმა განაცხადა.  მისი თქმით, ერთი ადამიანის გარდაცვალება უშუალოდ ავარიას არ უკავშირდება. სიკვდილის მიზეზი თრომბოემბოლია გახდა. 

9 აგვისტოს საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ჟანგბადის მისაწოდებელი მილი დაზიანდა  და ჟანგბადის მიწოდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პაციენტებს შეუწყდათ. 10 გარდაცვლილი პაციენტი ჟანგბადთან ერთად, ხელოვნურ ვენტილაციაზეც იყო დამოკიდებული.