10 აგვ 2021
თურქეთის უშაქის პროვინციაში ავტოკატასტროფის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამგზავრო ავტობუსი გადატრიალდა.
მძღოლი და 32 მგზავრი დაშავდნენ. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
წინასწარი მონაცემებით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.