თავდასხმა ვალუტის ჯიხურზე

11 აგვ 2021

ქობულეთში, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურზე თავდასხმის დროს 60-წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილას დილით ადრე მოხდა.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, თავდამსხმელებს სახეზე ნიღბები ეკეთათ. ობიექტიდან წაღებულია თუ არა თანხა ჯერ-ჯერობით უცნობია.

დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც კომენტარს საქმის დეტალების გარკვევის შემდეგ დაგვპირდნენ.