ნატო-ს გენერალური მდივანი შესაძლოა ქალი გახდეს

11 აგვ 2021

ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი შესაძლოა ქალმა  შეცვალოს, რაც პირველად მოხდება ალიანსის არსებობის ისტორიაში. კანდიდატების შესახებ მოლაპარაკებები სექტემბრიდან დაიწყება.   

შესაძლო კანდიდატების სიაში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი,  ხორვატიისა და ლიეტუვის ყოფილი და ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტები არიან. აქედან ფავორიტად დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მიიჩნევა.

ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მანდატი 2022 წელს ეწურება. ის ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.