"ქართული ოცნება" 46.3%, "ნაციონალური მოძრაობა" 23.35 - "ქართულმა ოცნებამ" შიდა კვლევების შედეგები გაასაჯაროვა

13 აგვ 2021

შალვა პაპუაშვილმა პარტიაში შექმნილი სოციოლოგიური კვლევების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევა დედაქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მოსალოდნელ შედეგებს ეხებოდა.

კვლევის თანახმად, პარტიების შორის ხმები შემდეგნაირად განაწილდებოდა:„ქართული ოცნება“ 46,3%, „ნაციონალური მოძრაობა“ 23,3%, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ 5,3%, „საქართველოსთვის“ 5,2%, „მოქალაქეები“ 3,3%, „სტრატეტეგია- აღმაშენებლია“ 2,3%, „ლელო“ 2,3%, „პატრიოტთა ალიანსი“ 2,1%, „ევროპული საქართველო“ 1,4%, გირჩი“ 1,2%, „ლეიბორისტული პარტია“ 0,9%, „ერთიანი საქართველო“ 0.8%, სხვა პარტიები -5,6%.

კვლევის თანახმად არჩევნებში მხოლოდ 2 კანდიდატმა ნიკა მელიამ და კახა კალაძემ რომ მიიღონ მონაწილეობა. ხმები შემდეგი სახით განაწილდებოდა კახა კალაძე 66.2%, ნიკა მელია 33.8%. 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კვლევა ჩატარდა ამა წლის 2-8 აგვისტოს პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 3446 რესპონდენტი.