ისრაელში ახალი კოვიდრეგულაციები ამოქმედდა

13 აგვ 2021

ისრაელში მომავალი კვირიდან 3 წლის და უფროსი ასაკის ყველა ბავშვმა სკოლებში, საცურაო აუზებში, სასტუმროებსა და სპორტულ დარბაზებში  კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა  წარადგინოს. ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვის მატებაა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის  თქმით, 3-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის კოვიდტესტების ხარჯს სახელმწიფო დაფარავს. ისრაელის ხელისუფლება ვაქცინაციის "ბუსტერ" დოზისთვის ასაკობრივი ცენზის დაწევის შესაძლებლობას განიხილავს.

ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას მხოლოდ 60 წელს გადაცილებულს სთავაზობენ.