ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები

23 ნოე 2016

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს კანდიდატები არიან: არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია, მურთაზ კიკორია, ის ეროვნულ ბანკში მუშაობდა ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და რობერტ სინგლეკარი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის სამივე კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება, რომელიც აღნიშნულ კანდიდატებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს.