"ოცნებამ" ქობულეთის მერობის კანდიდატად ლევან ზოიძე წარადგინა

17 აგვ 2021

დღესვე ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა ქობულეთში. ამ თანამდებობისთვის სახელისუფლებო პარტიიდან იბრძოლებს ლევან ზოიძე, რომელიც ბოლო წლებია ვიცე-მერია.

რაც შეეხება მაჟორიტარებს სიაში არიან მოქმედი დეპუტატებიც; დავით მჭედლიშვილი, ლაშა ხახუტაიშვილი, ლადო ხოზრევანიძე, ჯემალ ბლადაძე, ზურაბ ხინიკაძე, გელა შაქარიშვილი, ირაკლი ქათამაძე, როინ ჩხაიძე, ედნარ თურმანიძე, ალეკო ხიდაშელი, დავით წულუკიძე, სოსო ჟღენტი და ავთო გოგიბერიძე.