ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი წარედგინა

18 აგვ 2021

პროკურატურა ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის პატიმრობას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ, სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე - ზურაბ ზვიადაურს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ჯაბა ჯანგირაშვილს წარუდგინა ბრალდება.

ადვოკატების თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი სროლის დროს აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა.