,,ზვიადაურის საქმე“

19 აგვ 2021

ყოფილი დეპუტატი და ოლიმპიური ჩემპიონი  ზურაბ ზვიადაური  და მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ამ გადაწყვეტილებით კი მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიაჩნია, რომ  არსებობს ოლიმპიური ჩემპიონის - მიმალვის საფრთხე,  მოწმეებზე ზემოქმედება  და ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენა.

თელავში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე კი პირველად ისაუბრა ზურაბ ზვიადაურმა და გაიხსენა დეტალები.