მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 211 მილიონს გადააჭარბა

21 აგვ 2021

მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 211 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა ვორლდომეტერსი აქვეყნებს.ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4 მილიონ 400-ზე  მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 189 მილიონს აჭარბებს.მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 18  მილიონს უახლოვდება.