ბათუმში, მეხუთე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

21 აგვ 2021

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე  გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ის შენობაზე სარეკლამო აბრას ამონტაჟებდა.

შემთხვევის ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან და შემთხვევის მიზეზებს იკვლევენ.