საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

22 აგვ 2021

ავღანეთიდან 20 აგვისტოს გამოფრენილი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას შესრულდა.

საქართველოს 16 მოქალაქე ქაბულიდან ევაკუაციის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა.