საბერძნეთის პოლიციამ ქართველი კაცი დააკავა

24 აგვ 2021

საბერძნეთის პოლიციამ სალონიკში ქართველი მამაკაცი დააკავა, რომელიც 55 წლის  ქალის, ასევე  ქართველის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მკვლელობა გუშინ მოხდა.

ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ის სავარაუდოდ ნაცემია და შემდეგ ბასრი საგნით აქვს ჭრილობები მიყენებული.