რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი

24 ნოე 2016

შუახევში  ჭვანის ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. საბავშვო ბაღში 30-ამდე აღსაზრდელია.  მიმდინარე სამუშაოებზე 117 ათასი  ლარი დაიხარჯა.  სკოლამდელი დაწესებულება  აღიჭურვა ახალი ინვენტარით და კეთილმოეწყო ეზო. დღეს სამუშაოები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა.