პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს

24 აგვ 2021

ტერორიზმის ბრალდებით პანკისის ხეობის ორ სოფელში - დუისსა და ქორეთში სპეცოპერაციის შედეგად  რამდენიმე პირი დააკავეს.  მათი ოჯახის წევრების განცხადებით,  სახლში ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, მხოლოდ დაკავებულების მობილური ტელეფონები წაიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს.

სპეცოპერაციის ჩატარებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ოფიციალური ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.