თანამშრომლობის მემორანდუმი ქობულეთსა და ქ. შვიდნიცას შორის

25 აგვ 2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტს და პოლონეთის, ქალაქ შვიდნიცას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობა ქალაქის მართვის საკითხებში გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. მხარეები ითანამშრომლებენ ქვეყნების კულტურის გასაცნობად და ტურიზმის განვითარებისთვის